ნარკომანია ნარკოტიკების მოხმარებისადმი ძლიერი, ავადმყოფური მიდრეკილებაა. "ნარკოტიკი~ ბერძნული სიტყვაა და "გამაბრუებელს" ნიშნავს. ეს არის ნივთიერება, რომელსაც მედიცინაში ტკივილის გამაყუჩებელ და ძილის მომგვრელ საშუალებად იყენებენ. ნარკომანია შეიძლება გამოვლინდეს ან ერთი, ან რამდენიმე ნარკოტიკისადმი ავადმყოფური მიდრეკილებით.ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი - ეს არის სინდრომი, რომელიც დაავადების განსაზღვრულ ეტაპზე ჩნდება და გულისხმობს ფსიქიკურ (ობსესიურ) ლტოლვას და ინტოქსიკაციის დროს ფსიქიკური კომფორტის მიღწევის უნარს. მას წინ უძღვის შეცვლილი რეაქციის სინდრომი. ფსიქიკური ლტოლვა გამოიხატება ნარკოტიკზე გამუდმებული ფიქრით, ნარკოტიკის უქონლობის დროს დაუკმაყოფილებლობის გრძნობით და ნარკოტიკის მიღების მოლოდინის გამო განწყობის გაუმჯობესებით, წინასწარი ტკბობით.
თინეიჯერების პრობლემა ე.წ ,,ნარკომანია“
მეცნიერები, რომლებიც ნარკომანიის პრობლემებზე მუშაობენ, მიიჩნევენ, რომ ხელშემწყობი პირობების არსებობის შემთხვევაში ნარკომანი ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს.ნარკომანია, ეს უმძიმესი სენი, მოსწავლეებსაც შეეხო,შეიმჩნევა მისი მატების მკვეთრი ტენდენცია.სამწუხაროა, მაგრამ პაქტია, რომ აკრძალულით დაინტერესება უმთავრესად გარდატეხის ასაკში ხდება.ამ დროს ბავშვის ფსიქიკა ძალზე მგრძნობიარეა. ცხოვრებისეულმა ფსიქოტრავმებმა შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს მის სრულყოფილ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე. შწორედ ამ პერიოდში იწყება მოზარდის ნარკოტიკებით დაინტერესებაც.ყოველივე ცუდის საწყისი უცოდინარობაა.მშობელს,მასწავლებელს,საზოგადოების ყოველ წევრს სწორი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ნარკოტიკებისა და ნარკომანიის შესახებ. ინფორმაცია იმის შესახებ, რა არის ნარკოტიკი და ნარკომანია, ბავშვებმა სკოლის ასაკიდანვე უნდა მიიღონ.მათ ცნობიერებაში ღრმად უნდა ჩაიბეჭდოს, რომ ნარკომანია ურთულესი დაავადებაა, – ხოლო ნარკომანი – ავადმყოფი. ავადმყოფობა არავის უნდა.არავინ ამაყობს თავისი დაავადებით, არც დაავადებულს ბაძავს.“ნარკომანია – საუკუნის ჭირი!” “ნარკომანია – გლობალური პრობლემა!” “ნარკომანია – თეთრი სიკვდილი!” “ნარკომანიის მკურნალობა – ეს ნარკოტიკებთან ბრძოლაა!” ეს სიტყვები, ალბათ ყველას გაუგონია, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, ყველაფერს დავიწყების საბურველი ფარავს და ყველაფერი თავდაყირა დგება…
ნარკომანია სპობს კაცობრიობას:
ნარკომანია (ბერძნ. νάρκη /narkē/ — „ძილი“, „გაშტერება“ და μᾰνία /mania/ — „სიგიჟე“, „ლტოლვა“, „მიდრეკილება“) — ქრონიკული დაავადების ბოლო სტადიაა, რომელიც კონკრეტული ნივთიერებების (ნარკოტიკების) მოხმარებითაა გამოწვეული. იგი ხასიათდება ფაზური მიმდინარეობით და თავის სტრუქტურაში რამდენიმე ეტაპოპრივად ფორმირებადი სინდრომის არსებობით:
1.შეცვლილი რეაქციის სინდრომი;
2.ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი;
3.ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომი; (ეს სამი სინდრომი ერთიანდება ერთ დიდ ნარკომანიის სინდრომში)
4.ქრონიკული ნარკოტიზაციის შედეგების სინდრომი.
მოძღვარი: ბერი პაისი მთაწმინდელი
წყარო: ღვთიური სიბრძნის მართლმადიდებლური ენციკლოპედია [გვ. 436]თემა: ნარკომანია, ოჯახი, შფოთი
ადამიანთა ტანჯვას დასასრული არა აქვს. საყოველთაო ხრწნილება სუფევს მთელს ოჯახებში, მოზრდილებში, ბავშვებში. ყოველდღიურად ჩემი გული სისხლით ივსება. სახლების უმრავლესობა განხეთქილებით, არეულობით, შფოთითაა სავსე. მხოლოდ იმ სახლებში, სადაც ღვთის ნებით ცხოვრობენ ადამიანები, გრძნობენ თავს მშვიდად. სხვაგან კი, - აქ გაყრა, იქ გაკოტრება, სადღაც ავადმყოფობა, სადღაც უბედური შემთხვევები, ზოგი წამალს ეძალა, ზოგი ნარკოტიკს. საცოდავები! ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად, მაგრამ ყველას ტკივილი აწუხებს. განსაკუთრებით დღეს. სამუშაო არ არის, ვალებია, ტანჯვაა, ბანკები ადამიანებს უკანასკნელ კაპიკებს სწოვენ, სახლებიდან ასახლებენ, ტანჯვა-წამების მთელი გროვაა და ეს არა მხოლოდ ერთ-ორ დღეს. თუკი ასეთ ოჯაში ერთი ან ორი ჯანმრთელი ბავშვი არსებობს, ყოველივე ამისგან ისინიც ავადდებიან. ამგვარ ოჯახში მცხოვრებ ადამიანებს მხოლოდ ერთი დღითაც რომ შეეძლოთ მონაზვნური უზრუნველობა მოიპოვონ, ეს მათთვის ყველაზე საუკეთესო აღდგომა იქნებოდა.
მოძღვარი: არქიმანდრიტი ლაზარე(აბაშიძე)
წყარო: საქართველოს დიდება [გვ. 199]თემა: ნარკომანია
ჩვენს მძიმე დროში კიდევ ერთი გზა გაიხსნა ჯოჯოხეთისაკენ - ნარკომანია. ალბათ ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, თუ რა შედეგები მოსდევს ამ ავადმყოფობას ფსიქიური, ზნეობრივი და ფიზიკური არსებობისათვის, დღეს ეს ყველასათვის კარგადაა ცნობილი. მაგრამ როგორ უნდა შევხედოთ მას ქრისტიანობის პოზიციიდან?






